განაცხადი ფიზიკური პირებისთვის

წინამდებარე განაცადით ვადასტურებ, რომ:
ა) ჩემს მიერ მითითებული მონაცემები ზუსტია და უტყუარი;
ბ) შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ უფლებამოსილია, მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმების, ჩემი კრედიტუნარიანობის შეფასების ან/და ჩემთვის რაიმე სახის პროდუქტის/მომსახურების შემოთავაზების მიზნით, დაუკავშირდეს ნებისმიერ მესამე პირს (მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“), ჩემს შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოს, გამოითხოვოს ან/და გადასცეს ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოს“ ან ნებისმიერ სხვა მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულებას;
გ) ვანიჭებ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ სრულ უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეუზღუდავად გამოითხოვოს და გამოიყენოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ან/და ნებისმიერი სხვა იდენტური ან მსგავსი ფუნქციის მქონე დაწესებულების (კერძო ან საჯარო) მონაცემთა ბაზებში (რეესტრებში) და სს „კრედიტინფო საქართველოში“ დაცული ჩემი პერსონალური მონაცემები;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ჩემს სასარგებლოდ დამტკიცდება ლიზინგით დაფინანსება და წინამდებარე განაცხადის შევსებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ჩემსა და შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ შორის არ/ვერ გაფორმდება შესაბამისი ლიზინგის ხელშეკრულება, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს ლიზინგით დაფინანსებაზე და თავიდან განიხილოს ლიზინგის დამტკიცება/არდამტკიცების საკითხი.“

განაცხადის ფორმა გაიგზავნა