ლიზინგის პროდუქტები

ფინანსური ლიზინგი


  
ფინანსური ლიზინგი მსოფლიოში დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მსოფლიოს მასშტაბით დანადგარების გაყიდვების ერთი მესამედი ფინანსური ლიზინგის საშუალებით ხორციელდება.

,,საქართველოს სალიზინგო კომპანია" შეიძენს თქვენი ბიზნესისთვის საჭირო აქტივს (დანადგარი, მოწყობილობა, აღჭურვილობა, ავტომანქანა) ადგილობრივი ან უცხოელი მომწოდებლისგან; იმ თანხას კი, რომლითაც თქვენ აღნიშნული აქტივი უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, აქტივი გადმოგეცემათ საკუთრებაში.
 
 

პირობები

 
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ.15%
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
 


ავტომარტივი 


ჩამოიყვანე ავტომობილი ჩვენი გზით!

ავტომარტივი არის საქართველოს სალიზინგო კომპანიისა და კავკასიის ავტოიმპორტის ერთობლივი პროდუქტი, რომელიც მეორადი ავტომობილების იმპორტს აფინანსებს.  
 

ავტომარტივის საშუალებით საქართველოში პირველად გეძლევათ შესაძლებლობა:

• 20%-იანი თანამონაწილეობით ლიზინგით ჩამოიყვანოთ საზღვარგარეთიდან ავტომობილი;
• შეკეთების გარანტიით შეიძინოთ დაზიანებული ავტომობილი ასევე საზღვარგარეთ. რაც მთავარია, შეკეთების ხარჯებს წინასწარ გაგაცნობთ და ავტომობილის ძირითად ღირებულებასთან ერთად დაგიფინანსებთ.

ავტომარტივის  უპირატესობა სხვა ავტოსესხებთან და ავტოლიზინგებთან შედარებით:


• მხოლოდ ჩვენ გთავაზობთ საზღვარგარეთ ავტომობილების ლიზინგით შეძენას;
• ჩვენი დაფინანსება არის იაფი, გრძელვადიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი;
• გექნებათ შესაძლებლობა ავტომობილი შეიძინოთ გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზეა დაფიქსირებული;
• არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თავდებობა;
• არ გჭირდებათ საბანკო ამონაწერი, არც არანაირი საბუთი;
• ლიზინგი მტკიცდება უმარტივესი ონლაინგანაცხადის შევსების საფუძველზე;
• ავტომობილის ტრანსპორტირება არის დაზღვეული;
• გაქვთ გარანტია სიჩქარის კოლოფსა და ძრავზე.

შეძენისას პროცედურაც ძალიან მარტივია:


• კავკასიის ავტოიმპორტის დახმარებით, შეარჩევთ ნენბისმიერ ქვეყანაში სასურველ ავტომობილს;
• შეავსებთ ლიზინგის უმარტივეს ონლაინგანაცხადს;
• მაქსიმუმ 30 წუთში მიიღებთ ინფორმაციას დამტკიცებული ლიზინგის შესახებ;
• გადაიხდით ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 20%-ს;
• წინასწარ განსაზღვრულ დროს ჩამოგიყვანთ თქვენს ავტომობილს, დაზიანებული ავტომობილის შეძენის შემთხვევაში კი ჩამოყვანასთან ერთად, მის შეკეთებასაც დაგიფინანებთ.


იზინგით დაფინანსების პირობები:

თანამონაწილეობა

20%

წლიური საპროცენტო განაკვეთი

18%

ლიზინგის ვადა

60 თვე

ლიზინგის თანხა

მაქს. 28 000 $

გაცემის საკომისიო

0.5%

წინსწრებით დაფარვის საკომისიო

0%

ავტომობილის ადგილმდებარეობა

საქართველო* და ნებისმიერი სხვა ქვეყანა

დამატებითი უზრუნველყოფა

(ან თავდები)

არ მოითხოვება

ლიზინგის მიმღების ასაკი

22-65 წელი

დამტკიცება ძალაშია (ანუ არ საჭიროებს თავიდან გადამტკიცებას)

14 კალენდარული დღე



ისარგებლებთ ავტომარტივით და შეიძინეთ სასურველი ავტომობილი!
ავტომარტივი − შეძენა, გარანტია, შეკეთება − ყველაფერი ჩვენთან!

__________________________________________________________
*მხოლოდ  კავკასიის ავტოიმპორტის მიერ იმპორტირებულები.
 

ავტოლიზინგი  

სალიზინგო კომპანია დააფინანსებს თქვენი მსუბუქი ავტომანქანის შეძენას; იმ თანხას კი, რომლითაც თქვენ ავტომანქანა უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, ავტომანქანა გადმოვა თქვენს საკუთრებაში.

სპეციალური შეთავაზება!
 

გთავაზობთ Toyota Prius-ის ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას ლიზინგის უნიკალური პირობებით!

1 დღეში მარტივი პროცედურით შეძლებთ ახალი ავტომობილის წაყვანას ფინანსური უწყისებისა და დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე.

ასევე ისარგებლებთ:
• უფასო 6-თვიანი დაზღვევითა და
• 3 წლის განმავლობაში, საგარანტიო პერიოდში, უფასო გეგმიური სერვისით: უფასოდ ცვლით ზეთს, ფილტრებს და ა.შ.

ლიზინგით სარგებლობა შეუძლია დამწყებ ბიზნესსაც.
ახალი Prius-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.



ფინანსური ავტოლიზინგის პირობები

  
ლიზინგის თანხა: მინ. 2 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 20% 
ლიზინგის ვადა: მაქს. 6 წელი
წლიური გაძვირება: 7%-10%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: შესაძლებელია დამწყები ბიზნესის დაფინანსებაც
საჭირო დოკუმენტაცია: ფინანსური უწყისების წარდგენა არ მოითხოვება
   
     

     
  



VESPA უკვე საქართველოშია!

მსოფლიოში აღიარებული იტალიური მოტოროლერის ბრენდი Vespa უკვე საქართველოშია!

განსხვავებულობა, კომფორტი და მძაფრი შეგრძნებები − ეს VESPA-ა! მსოფლიოში აღიარებული იტალიური მოტოროლერის ბრენდი VESPA, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, განსაკუთრებული შეფერილობით, მაღალი ტექნოლოგიებითა და დეტალების სრულყოფილებით დღემდე აქტუალური და ყველასთვის გამორჩეულია.

თუ გსურთ თქვენც გახდეთ VESPA-ს ისტორიის ნაწილი და შეიგრძნოთ მისი შესაძლებლობები, არ გაუშვათ შანსი  შეიძინოთ სასურველი მოტოროლერი ჩვენთან.

ლიზინგით სარგებლობის შემთხვევაში კი თქვენ მიიღებთ VESPA-ს მოტოროლერს განსაკუთრებული პირობით − მხოლოდ 10%-იანი თანამონაწილეობით.

აირჩიეთ თქვენი VESPA აქ.

ჩვენ ასევე გთავაზობთ ვესპას გამორჩეულ აქსესუარებს!

სამშენებლო ტექნიკის ლიზინგი

სალიზინგო კომპანია დააფინანსებს ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის შეძენას; იმ თანხას კი, რომლითაც აღნიშნული ტექნიკა უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ შემდგომი სამშენებლო მიზნებისათვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, მიღებული სამშენებლო ტექნიკა გადმოვა თქვენს საკუთრებაში.  

სამშენებლო ტექნიკის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენით  

   
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 20% (buy back:* მინ. 15%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
 

სამშენებლო ტექნიკის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენის გარეშე

   
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 40% (buy back:* მინ. 35%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 3 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
დამატებითი პირობები: შესაძლებელია დამწყები ბიზნესის დაფინანსებაც
   
    

სამშენებლო ტექნიკის ლიზინგი ფინანსური უწყისების მოთხოვნის გარეშე (ავტოდილერებისა და ოფიციალური წარმომადგენლებისაგან ახალი აქტივის შეძენის შემთხვევაში, რომელსაც აქვს მინიმუმ 1-წლიანი გარანტია)

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 35% (buy back:* მინ. 30%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 3 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
დამატებითი პირობები: შესაძლებელია დამწყები ბიზნესის დაფინანსებაც

     

*მომწოდებლის მიერ აქტივის უკან გამოსყიდვის შემთხვევაში.

   
   
  

სამედიცინო აღჭურვილობის ლიზინგი  

სალიზინგო კომპანია დაგიფინანსებთ ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას; იმ თანხას კი, რომლითაც თქვენ აღნიშნული აღჭურვილობა უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, მიღებული აქტივი (აღჭურვილობა) გადმოვა თქვენს საკუთრებაში. 

სამედიცინო აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენით  

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 15% (buy back: *10%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
   
    
  

სამედიცინო აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენის გარეშე

       
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 25% (buy back:* 20%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 4 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
დამატებითი პირობები: შესაძლებელია დამწყები ბიზნესის დაფინანსებაც

     

*მომწოდებლის მიერ აქტივის უკან გამოსყიდვის შემთხვევაში.

   
   
 

ესთეტიკური აღჭურვილობის ლიზინგი

სალიზინგო კომპანია დაგიფინანსებთ თქვენი ესთეტიკური ცენტრისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენასიმ თანხას კი, რომლითაც აღნიშნული აღჭურვილობა უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, მიღებული აქტივი (აღჭურვილობა) გადმოვა თქვენს საკუთრებაში.  

ესთეტიკური აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენით

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 20% (buy back:* 15%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
   
 
 

ესთეტიკური აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენის გარეშე

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 35% (buy back:* 30%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 3 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
   
 
 

ესთეტიკური აღჭურვილობის ლიზინგი დამწყები კომპანიებისათვის  

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 40% (buy back:* 35%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 3 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%

     

*მომწოდებლის მიერ აქტივის უკან გამოსყიდვის შემთხვევაში.

     
   
 

რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის ლიზინგი 

სალიზინგო კომპანია დააფინანსებს თქვენი რესტორნის, საცხობისა თუ სასტუმროსთვის საჭირო აღჭურვილობას; იმ თანხას კი, რომლითაც აღნიშნული აღჭურვილობა უნდა გეყიდათ, გამოიყენებთ თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისათვის. ლიზინგის ვადის ბოლოს, როდესაც სალიზინგო გადასახადები სრულად გექნებათ დაფარული, მიღებული აქტივი (აღჭურვილობა) გადმოვა თქვენს საკუთრებაში.    

 

რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენით

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 20% (buy back:* მინ. 15%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინიმუმ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
   
  

რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის ლიზინგი ფინანსური უწყისების წარდგენის გარეშე  

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 45% (buy back:* მინ. 40%)
ლიზინგის ვადა: მაქს. 3 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
დამატებითი პირობები: შესაძლებელია დამწყები ბიზნესის დაფინანსებაც

     

*მომწოდებლის მიერ აქტივის უკან გამოსყიდვის შემთხვევაში.

     
   
    
  

დაბრუნებითი ლიზინგი 

თუ თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესისთვის საჭირო აქტივი (დანადგარი, ტექნიკა, აღჭურვილობა, ავტომანქანა ან სხვ.), მაგრამ გაკლიათ თანხა ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ თქვენგან საბაზრო ღირებულებით შეიძენს აღნიშნულ აქტივს და შემდეგ ლიზინგითვე უკან დაგიბრუნებთ მას. ამით შესაძლებლობა მოგეცემათ გამოათავისუფლოთ თქვენს აქტივში ინვესტირებული თანხა და გამოიყენოთ ის სხვა აქტივის შესაძენად და თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.

დაბრუნებითი ლიზინგის ვადის განმავლობაში თქვენ გააგრძელებთ აქტივით სარგებლობას, ყოველთვიურად გადაიხდით ლიზინგის გადასახადს და ვადის ამოწურვის შემდეგ ისევ უკან დაიბრუნებთ საკუთრებაში თქვენს აქტივს.*  

პირობები  

  
ლიზინგის თანხა: მინ. 5 000 აშშ დოლარი
თანამონაწილეობა: მინ. 20%
ლიზინგის ვადა: მაქს. 5 წელი
წლიური გაძვირება: 4.5%-7.5%
კომპანიის ოპერირების პერიოდი: მომგებიანი ბიზნესი მინ 6 თვე
საჭირო დოკუმენტაცია: მომხმარებლის ფინანსური უწყისები და სხვა შესაბამისი დოკუმენტები
   
     
   

* აქტივის არჩევა და შეძენა შეგიძლიათ მიანდოთ როგორც სალიზინგო კომპანიას, ასევე თავად განახორციელოთ.

   
  

საოპერაციო ლიზინგი       

გჭირდებათ მოწყობილობა-დანადგარები მოკლე ვადით და არ გსურთ დახარჯოთ დიდი თანხა აღნიშნული აქტივის შესაძენად? თქვენთვის გაცილებით მომგებიანი იქნება საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა. საოპერაციო ლიზინგის დროს სალიზინგო კომპანია თქვენ მხოლოდ აქტივით სარგებლობის უფლებას გადმოგცემთ. საოპერაციო ლიზინგის პერიოდის ბოლოს კი აქტივს უკან დაუბრუნებთ სალიზინგო კომპანიას. ბიზნესის მფლობელთათვის ხშირად საოპერაციო ლიზინგი გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე აქტივის ფლობა.