მენეჯმენტი

ელდარ ახვლედიანი

გენერალური დირექტორი

ელდარ ახვლედიანი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2015 წლის 1-ლი აპრილიდან იკავებს. მას საბანკო სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც 11 წელზე მეტი მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე. ბოლო 8 წელი ის სს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით უმსხვილეს ბიზნეს სექტორებს ხელმძღვანელობდა. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს წლებს, როდესაც საბანკო სექტორმა უდიდესი განვითარება განიცადა. რამაც მას მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.
ელდარს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბანკო და საფინანსო მიმართულებით.

გიორგი ჯღარკავა 

კომერციული დირექტორი

გიორგი ჯღარკავა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ კომერციული დირექტორის პოზიციას 2015 წლის 15 მაისიდან იკავებს. იგი საბანკო სექტორში 2006 წლიდან მოღვაწეობს, 2010 წლის შემდეგ კი სს „კორ სტანდარტ ბანკის“ საკრედიტო, საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა. მას აგრეთვე აქვს საკონსულტაციო მიმართულებით მუშაობისა და კრიზისული სიტუაციების მართვის წარმატებული გამოცდილება.
გიორგი ჯღარკავამ 2012 წელს მიიღო თავისუფალი უნივერსიტეტისა და BP-ს პროექტების მენეჯმენტის კოლეჯის დიპლომი, ხოლო 2014 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

თინათინ ყიფიანი 

ფინანსური დირექტორი

თინათინ ყიფიანმა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2017 წლის 15 მაისს დაიწყო მუშაობა. სალიზინგოში გადმოსვლამდე იგი იყო „ბიჯეო ჯგუფში“ ჰოლდინგური კომპანიების ფინანსური ხელმძღვანელი, ხოლო მანამდე „საქართველოს ბანკში“ ეკავა ფინანსური მენეჯერის პოზიცია. 2008 წელს შემოურთდა „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს, „სს გალტ & თაგარტის“ ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. იგი ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ფინანსებში და თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს.