პროცედურები და დოკუმენტაცია

პროცედურები

  • შეავსებთ განაცხადს;
  • კომპანიის წარმომადგენელს გააცნობთ თქვენ შესახებ შესაბამის ინფორმაციას;
  • საკრედიტო კომიტეტის მიერ მოხდება თქვენი პროექტის დამტკიცება;
  • გაიმართება სალიზინგო კომპანიასა და მომწოდებელს შორის მოლაპარაკება;
  • გადაიხდით თანამონაწილეობის თანხას და მოაწერთ ხელს სალიზინგო შეთანხმებას;
  • მომწოდებელსა და სალიზინგო კომპანიას შორის შედგება შეთანხმების ხელმოწერა;
  • დაგიფინანსდებათ აქტივის შეძენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (აქტივის ღირებულება, ტრანსპორტირება, განბაჟება, დაზღვევა, ინსტალაცია და სხვ.);
  • სალიზინგო კომპანია მიიღებს აქტივს მომწოდებლისგან და გადმოგცემთ თქვენ სარგებლობაში.
განაცხადი იურიდიული პირებისთვის
განაცხადი ფიზიკური პირებისთვის

დოკუმენტაცია

  • პროექტის დამუშავების პროცესში უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
  • ცნობა მომსახურე ბანკებიდან ვალდებულების შესახებ;
  • ამონაწერები მომსახურე ბანკებში გახსნილი ანგარიშებიდან;
  • საკრედიტო ხელშეკრულებები;
  • ცნობა საგადასახადოდან მომსახურე ბანკების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან ვალდებულების შესახებ;
  • ლიზინგის საგნის მომწოდებლისგან პირველადი ხელშეკრულება ან ინვოისი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • პროექტის დამტკიცების შემდეგ უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
  • წესდების ასლი;
  • ნოტარიულად დამოწმებული საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმი;
  • დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია;
  • ამონაწერი რეგისტრატორიდან ან ცნობა დამფუძნებლების წილების შესახებ.