ლიზინგის შესახებ

რა არის ლიზინგი?

ლიზინგი არის აქტივით სარგებლობის უფლება წინასწარ განსაზღვრული ვადით და თანხის სანაცვლოდ, გამოსყიდვის ან გამოსყიდვის გარეშე. სალიზინგო კომპანია არის მომხმარებელსა და მომწოდებელს შორის ფინანსური შუამავალი, რომელიც ეხმარება მათ ბიზნესმიზნების განსახორციელებლად. თუ თქვენ ხართ იურიდიული პირი , ლიზინგი არის თქვენთვის განკუთვნილი დაფინანსების საუკეთესო საშუალება. სალიზინგო კომპანია იძენს თქვენთვის აქტივს, შედეგად კი თქვენ ზოგავთ თანხასა და დროს საკუთარი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის სალიზინგო კომპანია აქტივის შეძენის პარალელურად თავიდან გარიდებთ ნასყიდობის, ტრანსპორტირების, განბაჟების, დაზღვევის, იურიდიულ, ადმინისტრაციულ თუ ლოჯისტიკურ პროცედურებს.

განაცხადი იურიდიული პირებისთვის
განაცხადი ფიზიკური პირებისთვის



რა არის აქტივი?

აქტივი არის ის, რაც თქვენს ბიზნესს ყველაზე მეტად სჭირდება:

  • სამშენებლო, საწარმოო, სამედიცინო და ესთეტიკური დანადგარები;
  • მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები;
  • რესტორნების, საცხობებისა და სასტუმროების აღჭურვილობა და სხვა.
  • საწარმოო ხაზები და მანქანა-დანადგარები;