ლიზინგის უპირატესობები

  • ლიზინგის უპირატესობები სესხთან მიმართებით
  • შეიძენთ აქტივს (დანადგარები, მოწყობილობები, ავტომანქანები, საწარმოო ხაზები და ა.შ.) უზრუნველყოფის გარეშე; 
  • ყოველთვიურ სალიზინგო საზღაურს მთლიანად გაატარებთ საოპერაციო ხარჯად, რაც მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ მოგების გადასახადს (სესხის შემთხვევაში ხარჯებში აისახება მხოლოდ დარიცხული პროცენტი); 
  • დღგ-ს გადაიხდით სალიზინგო საზღაურის პროპორციულად, რაც შეგიმცირებთ ერთიან ფულად გასავალს და შესაძლებლობას მოგცემთ დღგ გადაანაწილოთ ლიზინგის პერიოდის განმავლობაში;
  • ლიზინგის პერიოდის განმავლობაში შეგიმცირდებათ ქონების გადასახადი, რაც ლიზინგის ვადის ბოლოს 0%-ს გაუტოლდება;
  • გექნებათ ნაკლები საინვესტიციო ხარჯი, შესაძლებლობა მოგეცემათ მინიმალური ინვესტიციით შეიძინოთ სასურველი აქტივი;
  • დაზოგავთ საბრუნავ კაპიტალს, რაც თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ; 
  • დაგიფინანსდებათ აქტივის შეძენასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (აქტივის ღირებულება, ტრანსპორტირება, განბაჟება, დაზღვევა, ინსტალაცია და სხვ.);
  • ისარგებლებთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული გადახდის გრაფიკით;
  • ისარგებლებთ გამარტივებული პროცედურებით, გააფორმებთ ლიზინგის ხელშეკრულებას დამატებითი ხარჯების გარეშე; 
  • გექნებათ მხარდაჭერა მოლაპარაკებების, შესყიდვისა და დოკუმენტაციის წარმოების პროცესში, თქვენ ნაცვლად განვახორციელებთ იურიდიულ, ადმინისტრაციულ, სადაზღვევო, საბაჟო და ლოგისტიკურ პროცედურებს;
  • შეინარჩუნებთ კრედიტუნარიანობას.
  • ლიზინგის უპირატესობები იჯარასთან მიმართებით
  • გექნებათ აქტივის შეძენის შესაძლებლობა ლიზინგის პერიოდის ბოლოს;
  • აქტივს შეიძენთ ყოველთვიური იჯარის თანხის სანაცვლოდ;
  • ისარგებლებთ დაფარვის მოქნილი გრაფიკით;
  • გექნებათ მხარდაჭერა მოლაპარაკებების, შესყიდვისა და დოკუმენტაციის წარმოების პროცესში, თქვენ ნაცვლად განვახორციელებთ იურიდიულ, ადმინისტრაციულ, სადაზღვევო, საბაჟო და ლოგისტიკურ პროცედურებს;
  • დაზოგავთ საკუთარ კაპიტალს თქვენი ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.
განაცხადი იურიდიული პირებისთვის
განაცხადი ფიზიკური პირებისთვის