მოგესალმებით

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

გაგრძელება


{{ message.message }}
{{ message . notification. message }}

Fitch Ratings-მა საქართველოს სალიზინგო კომპანიას 'B+' positive რეიტინგი მიანიჭა

გამოცემის დრო - 2018-11-05 00:45:50

გაზიარება
საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანიას, საქართველოს სალიზინგო კომპანიას, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გრძელვადიანი ემიტენტის სტანდარტული რეიტინგი 'B+'positive მიანიჭა. საკრედიტო რეიტინგის აღებაში საქართველოს სალიზინგო კომპანიას კონსულტაციას წამყვანი საინვესტიციო ბანკი - სს გალტ & თაგარტი უწევდა. რეიტინგის მინიჭების კრიტერიუმად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ აიღო ისეთი მაჩვენებლები როგორიცაა: საქართველოს სალიზინგო კომპანიის  მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებლები, მისი სტაბილურობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივა. კრედიტუნარიანობის შეფასებისას Fitch-მა ასევე გაითვალისწინა კომპანიის ბიზნეს-მოდელი, საკრედიტო და  სავალუტო რისკები. სააგენტო მიიჩნევს, რომ სალიზინგო კომპანიის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა  იძლევა იმის პერსპექტივას, რომ კომპანია რეიტინგის შენარჩუნებასა და მის კიდევ უფრო  გაუმჯობესებას გააგრძელებს.