წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ:
- ჩემს მიერ მითითებული მონაცემები ზუსტია და უტყუარი;
- გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიას (ს/ნ 204972155), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში, კრედიტორთან დაცული, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩემი, როგორც მომავალი ლიზინგის მიმღების/თავდების/უზრუნველყოფის მიმწოდებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნით.გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია ხელმოწერიდან 60 სამუშაო დღის განმავლობაში).
- შპს„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ უფლებამოსილია, მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმების, განაცხადში მითითებული კომპანიის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირ(ებ)ის კრედიტუნარიანობის შეფასების ან/და განაცხადში მითითებული კომპანიისთვის რაიმე სახის პროდუქტის/მომსახურების შემოთავაზების მიზნით/კომპანიის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, დაუკავშირდეს ნებისმიერ მესამე პირს , დამატებითი წინასწარი/შემდგომი თანხმობის/აქცეპტის გარეშე ნებისმიერ ეტაპზე, საჯარო დაწესებულებებიდან, ან კერძო ორგანიზაციებიდან, ან ნებისმიერი მესამე პირისგან განაცხადში მითითებული კომპანიის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირ(ებ)ის შესახებ გამოითხოვოს, მიიღოს, შეინახოს ან/და ნებისმიერი სხვა ფორმით დაამუშავოს მონაცემთა სუბიექტის მიერ მიწოდებული/მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები) და შეასრულოს ყველა საჭირო ქმედება ან/და პროცედურა, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებასთან, იმ პირობით, რომ შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ვალდებულია, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ დაუშვას მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა (მათ შორის ინფორმაციის დამუშავება/სისტემატიზაცია მესამე პირებისთვის გადაცემის მიზნით) ან სხვაგვარი ხელმისაწვდომობა მესამე პირებისათვის (გარდა შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან“ დაკავშირებული/შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ აფილირებული პირებისათვის ან/და ხელშეკრულებებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მესამე პირებისათვის დამუშავება/სისტემატიზაციის ან/და შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით გადაცემისა) ;
- ამასთან, მონაცემთა სუბიექტი ვალდებულია კომპანიისათვის ინფორმაციის გადაცემამდე კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, მოიპოვოს თანხმობა იმ პირების პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, ვის შესახებაც მონაცემთა სუბიექტი გადასცემს ინფორმაციას კომპანიას;
- გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ (ს/ნ 204972155) მასზედ, რომ კომპანიისათვის რაიმე სახის პროდუქტის/მომსახურების შემოთავაზების ან/და შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ (ს/ნ 204972155) უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით უფლებამოსილია, საკრედიტო ბიუროს სისტემის გავლით მიაკითხოს/მოიპოვოს/მიიღოს/დაამუშავოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული კომპანიის, როგორც მონაცემთა სუბიექტის შესახებ მონაცემები, კერძოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული კომპანიის, როგორც ადმინისტრაციული სახდელდადებული იურიდიული პირის ან/და კომპანიის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულებების - ადმინისტრაციული სახდელების ან/და დაკისრებული ჯარიმებისა და დარიცხული საურავების შესახებ მონაცემები. გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია განცხადების ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.
- იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში მითითებული კომპანიის სასარგებლოდ დამტკიცდება ლიზინგით დაფინანსება დაწინამდებარე განაცხადის შევსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, განაცხადში მითითებული კომპანიასა დაშპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ შორის არ/ვერ გაფორმდება შესაბამისი ლიზინგის ხელშეკრულება, შპს„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ უფლებამოსილი იქნება უარი განაცხადოს ლიზინგით დაფინანსებაზე და თავიდანგანიხილოს ლიზინგის დამტკიცება/არდამტკიცების საკითხი.