chat
calendly
Georgian Leasing Company

შეხვედრის ჩანიშვნა ლიზინგის მენეჯერთან

ონლაინ შეხვედრა ლიზინგის მენეჯერთან

ჩანიშვნა

მოგესალმებით

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

გაგრძელება

arrow pointing to the right

{{ message.message }}
{{ message . notification. message }}

send form

აგროლიზინგი - სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) მხარდაჭერით

opacity fade in
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს" "სოფლის განვითარების სააგენტო" (RDA) ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის ფარგლებშიც გაიცემა შეღავათიანი აგროლიზინგი. შეღევათიანი აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება. აგროლიზინგის ფარგლებში “საქართველოს სალიზინგო კომპანია“ შეისყიდის თქვენი სურვილით შერჩეულ მანქანა-დანადგარს და გადმოგცემთ მას საქმიანობის წარმართვისთვის; თქვენ იხდით ყოველთვიურ სალიზინგო გადასახდს და ვადის ბოლოს აქტივი ხდება თქვენი საკუთრება; პარალელურად სარგებლობთ მოქნილი გრაფიკით, საშეღავათო პერიოდითა და თქვენზე მორგებული პირობებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დამწყები ბიზნესიც, რადგან ლიზინგით სარგებლობა არ საჭიროებს შემოსავლების დადასტურებას. აგროლიზინგით სარგებლობის ზოგადი პირობები:
  • აქტივის ტიპი - იმპორტირების შემთხვევაში ახალიც და მეორადიც; საქართველოში შეძენისას მხოლოდ ახალი
  • დაფინანსების მოცულობა: 20,000 GEL – 1,500,000 GEL
  • ლიზინგის ხელშეკრულების ვადა: 12-84 თვე
  • აგრობიზნესის თანამონაწილეობა: 20-30%
  • სახელმწიფო სუბსიდირების პერიოდი: 48 თვე
  • სახელმწიფო სუბსიდირების მოცულობა: წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12%
  • საშეღავათო პერიოდი სარგებლის თანხაზე: არანაკლებ 24 თვე
  • დამატებითი უზრუნველყოფა: არ მოითხოვება.
  • დეტალურ ინფორმაციას აგროლიზინგიზე, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: წამოიწყე ან განავითარე აგრობიზნესი აგროლიზინგით!
    opacity fade in

    შეავსეთ განაცხადი