მოგესალმებით

გაგრძელება


{{ message.message }}
{{ message . notification. message }}

“აწარმოე საქართველოში” ლიზინგის დახმარებით

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ მომსახურებით მიიღებთ შესაძლებლობას ჩაერთოთ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში და მიიღოთ 12%-იანი თანადაფინანსება სახელმწიფოსგან. „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ შეისყიდის თქვენს მიერ შერჩეულ საწარმოო დანადგარს, სხვადასხვა ტექნიკას, სატრანსპორტო საშუალებებს და ყოველთვიური სალიზინგო გადასახადის სანაცვლოდ, სარგებლობაში გადმოგცემთ მას; სალიზინგო ხელშეკრულების ვადის ბოლოს კი, აქტივი ხდება თქვენი საკუთრება. “აწარმოე საქართველოსა“ და „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, თქვენ:
  • უზრუნველყოფისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე გიმტკიცდებათ ლიზინგი;
  • ბიზნეს საქმიანობისთვის, გადმოგეცემათ სალიზინგო კომპანიის მხრიდან, თქვენი სურვილით, შეძენილი აქტივი;
  • იღებთ თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან - კერძოდ, გიფინანსდებათ წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12%;
  • სარგებლობთ საშეღავათო პერიოდითა და გადახდის მოქნილი გრაფიკით.
ლიზინგით სარგებლობის ზოგადი პირობები:
  • აქტივის ტიპი: ახალი ან მეორადი
  • დაფინანსების მოცულობა: 100,000 ლ. – 5,000,000 ლ.
  • ლიზინგით სარგებლობის ვადა: 12-60 თვე
  • ბიზნესის თანამონაწილეობა: 20%-30%
  • თანადაფინანსების პერიოდი: პირველი 24 თვე
  • საშეღავათო პერიოდი ძირ თანხაზე: 12 თვემდე
  • დამატებითი უზრუნველყოფა: არ მოითხოვება
ლიზინგით ისარგებლებთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ბიზნესი სტარტ-აპია.

შეავსეთ განაცხადი