მოგესალმებით

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სამუშაო საათებში

ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

გაგრძელება


{{ message.message }}
{{ message . notification. message }}

ერთიანი აგროპროექტი APMA - აგროლიზინგი

“საქართველოს სალიზინგო კომპანია“ გთავაზობთ „აგროლიზინგს“, რომელიც აგრობიზნესის შესაძლებლობაა ჩაერთოს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანადაფინანსების პროგრამაში. აგროლიზინგით სარგებლობენ ის საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავებაზე და იყენებენ ადგილობრივ შრომით რესურსებს. აგროლიზინგით გათვალისწინებულია ახალი და არსებული სასოფლო-სამურნეო საწარმოების მანქანა-დანადგარებით აღჭურვის დაფინანსება, მათ შორის:
  • გადამამუშავებელი საწარმოები
  • ინფრასტრუქტურული საწარმოები
  • პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.
აგროლიზინგის ფარგლებში “საქართველოს სალიზინგო კომპანია“ შეისყიდის თქვენი სურვილით შერჩეულ მანქანა-დანადგარს და გადმოგცემთ მას საქმიანობის წარმართვისთვის; თქვენ იხდით ყოველთვიურ სალიზინგო გადასახდს და ვადის ბოლოს აქტივი ხდება თქვენი საკუთრება; პარალელურად სარგებლობთ მოქნილი გრაფიკით, საშეღავათო პერიოდითა თქვენზე მორგებული პირობებით. აგროლიზინგით სარგებლობისას, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12%. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სტარტ-აპ აგრობიზნესიც, რადგან აგროლიზინგით სარგებლობა არ საჭიროებს შემოსავლების დადასტურებას. აგროლიზინგით სარგებლობის ზოგადი პირობები:
  • აქტივის ტიპი - იმპორტირების შემთხვევაში ახალიც და მეორადიც; საქართველოში შეძენისას მხოლოდ ახალი
  • დაფინანსების მოცულობა: 20,000 GEL – 1,500,000 GEL
  • ლიზინგის ხელშეკრულების ვადა: 12-60 თვე
  • აგრობიზნესის თანამონაწილეობა: 20-30%
  • თანადაფინანსების პერიოდი: 66 თვე
  • საშეღავათო პერიოდი სარგებლის თანხაზე: არანაკლებ 12 თვე
  • დამატებითი უზრუნველყოფა: არ მოითხოვება.
წამოიწყე ან განავითარე აგრობიზნესი აგროლიზინგით!

შეავსეთ განაცხადი