წინამდებარე განცხადებით ვადასტურებ, რომ:
გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ შპს საქართველოს სალიზინგო კომპანიას“ (ს/ნ 204972155), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე განაცხადში და კრედიტორთან დაცული ინფორმაცია, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის.
გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია განცხადების ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.